მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მოხდა წუხელ, 28 ოქტომბერს ზუგდიდში, ე.წ. დევნილთა დასახლებაში

რა მოხდა წუხელ, 28 ოქტომბერს ზუგდიდში, ე.წ. დევნილთა დასახლებაში

Published on

ხმაური და დაპირისპირება იყო წუხელ,28 ოქტომბერს ზუგდიდში, ე.წ. დევნილთა დასახლებაში. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ ფეისბუქგვერდზე დაწერა ენმ-ის მხარდამჭერები პირადობების წართმევაში დაადანაშაულეს და სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზიც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

წითლიძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” აქტივისტები ენმ-ს მხარდამჭერის, ინეზა ფარულავას სახლში მივიდნენ და მათ მოქალაქეების პირადობის მოწმობების მოპარვაში ადანაშაულებდნენ. ადგილზე იყო ქართული ოცნების კანდიდატი, თამაზ ფაცაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ენმ ცდილობს გააყალბოს არჩევნები მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების გამორთმევით.

ამასთან, ერთ-ერთი მოქალაქე თავად ადანაშაულებს “ქართული ოცნების” აქტივისტს, გიორგი ჯიქიას დაშინებაში.

” თაბუკაშვილზე შემოუვარდნენ ჩვენს მხარდამჭერებს პირადობებს ართმევთო. ამ დროს მთელი დღე პირადობებს ართმევდნენ. თაზო ფაცაცია და გუგა ლაგვილავა,აგრეთვე ვინმე გიორგი ჯიქია ზონდერთან ერთად თავს დაგვესხნენ”, — წერს წითლიძე.

გიორგი ჯიქია, ენმ-ის ცნობით, ის პიროვნებაა, ვინც მათი მხარდამჭერები პირადობების წართმევაში დაადანაშაულა. თუმცა, ჯიქიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებული ბრალდებები სიცრუეა.

ამასთანავე, წითლიძის ინფორმაციით, ენმ-ის მხარდამჭერები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

“სამარცხვინოდ გაიტაცა ზუგდიდის პოლიციამ ჩვენი მხარდამჭერები ისე, რომ კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა. არც მე და არც ადვოკატს არ გვიშვებენ”, — აცხადებს წითლიძე.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...