მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ზუგდიდელებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ეს ქვეყანა არასდროს გახდება არავის უკანა ეზო'' -...

,,ზუგდიდელებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ეს ქვეყანა არასდროს გახდება არავის უკანა ეზო” – საბა ბუაძე

Published on

,,ივანიშვილი გვეუბნება, რომ ეს ქვეყანა არის უკანა ეზო. ეს ქვეყანა არასდროს გახდება არავის უკანა ეზო და ეს ზუგდიდელებმა არაერთხელ დაამტკიცეს და დაამტკიცებენ 30 ოქტომბერს , –  განაცხადა„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ზუგდიდში, ოპოზიციის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას .

მისი თქმით, კოალიციური მთავრობა გააძლიერებს და განავითარებს საქართველოს.

„ღირსების და ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის გავერთიანდით, სადაც მრავალპარტიული, მრავალფეროვანი კოალიცია გააძლიერებს, გააკონტროლებს და განავითარებს ამ ქვეყანას. განავითარებს ამ ქვეყანას ჩვენი ისტორიული არჩევანისკენ, ევროპისაკენ, იმ ადგილისაკენ, სადაც ივანიშვილი ცდილობს, რომ მოგვწყვიტოს – ივანიშვილი ჩვენ გვეუბნება, რომ „ეს ქვეყანა არის უკანა ეზო.“ ეს ქვეყანა არასდროს გახდება არავის უკანა ეზო და ეს ზუგდიდელებმა არაერთხელ დაამტკიცეს და დაამტკიცებენ 30 ოქტომბერს. ზუგდიდი დაცლილია ახალგაზრდებისგან, ქუთაისში აღარ დადიან ახალგაზრდები – მთელი ეს წლები ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან იმისთვის, რომ არ მოგწონს ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

სიახლეები

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...