მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი - ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს...

ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი – ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს მთავრობას ეკისრება

Published on

ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც 1-ელ ოქტომბერს სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააკავეს, – ამის შესახებ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარების თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ეკისრება.

,, მიხეილ სააკაშვილი 27 დღეა შიმშილობს. შიმშილის პერიოდის გათვალისწინებით, მას გულის უკმარისობა ემუქრება. ციხეში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ შეესაბამება საავადმყოფოს ნორმებს და შესაძლოა არ იყოს ადეკვატური საჭირო მკურნალობის უზრუნველსაყოფად. ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი გამოდის მოწოდებით, ყოფილი პრეზიდენტი ალტერნატიულ, სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, სადაც ის კომპლექსურ სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი ასევე ხაზს უსვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საქართველოს მთავრობას და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...