მთავარისიახლეებიპოლიტიკადამატებითი ბარიერები მიხეილ სააკაშვილისათვის

დამატებითი ბარიერები მიხეილ სააკაშვილისათვის

Published on

პრეზიდენტი  სააკაშვილი უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობასა და შემოწმებებზე.

“ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა, რეანიმობილის ბრიგადების მომსახურებასა და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რომლებიც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრების ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება”, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომლითაც მან  მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს ზურაბ მოდებაძეს, მიმართა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადება ჟურნალისტებთან ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა

დილით სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ. აქამდე ისინი ახერხებდნენ ბარიერში ერთმანეთისთვის წერილების გადაცემას და ასე კომუნიკაციას, რითაც კონფიდენციალურობას ინარჩუნებდნენ.

 

 

 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...