მთავარისიახლეებიპოლიტიკადიმიტრი გორდონი, მისი ცოლი და ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

დიმიტრი გორდონი, მისი ცოლი და ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

Published on

პოპულარული უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მუდმივი მხარდამჭერი და ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია, მისი გადაცემა კი უკრაინის ტელესივრცეში წლებია, ერთერთი ყველაზე რეიტინგული გახლავთ, საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან აბრუნებენ.

ინფორმაცია ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გაავრცელა.

შეგახსენებთ, გუშინ აეროპორტიდან უკან, კიევში მოუწია გაბრუნება მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატსაც, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლაზე, კოვიდრეგულაციებთან მისი ტესტის შეუასაბამობის მოტივით, უარი უთხრეს.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა, შიმშილობს. ის 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოში ჩამოვიდა. მიხეილ სააკაშვილი დღეს, 27 ოქტომბერს, უკრაინის სახალხო დამცველმა მოინახულა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...