მთავარისიახლეებიპოლიტიკაიუსტიციის მინისტრის უადგილო განცხადება და აშშ - ში საქართველოს ელჩის დიპლომატიური ...

იუსტიციის მინისტრის უადგილო განცხადება და აშშ – ში საქართველოს ელჩის დიპლომატიური თავის არიდება ამ პოლიტიკური სიბეცის შეფასებისგან

Published on

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე  დიპლომატიურად არიდებს თავს აშშ – გან  საქართველოს ყოფილი პრეზდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოცემის მოთხოვნის შესახებ თეა წულუკიანის უადგილო და წინდაუხედავი განცხადების პოლიტიკური მხარის შეფასებას.
 
ჟუტრნალისტების კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩება საცხოვრებლად და საქართველო აშშ-სგან მის გადმოცემას მოითხოვს, რა ტიპის პროცედურებია საჭირო და როგორ შეიძლება მოხდეს ამ შეთანხმების მიღწევა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელსაც სამართლებრივად წარმართავს სახელმწიფო საჭიროებიდან გამომდინარე.
 
“ამას აქვს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება, რომელსაც ქვეყანაში იუსტიციის მინისტრი ახორციელებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
 
იუსტიციის მინისტრის პოლიტიკურ სიბეცეს, რა თქმა უნდა,  უფრო მკაფიოდ აფასებს ოპოზიცია, "ძალიან სამწუხაროა, რომ , ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე,  იუსტიციის მინისტრი, "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაპირისპირების მიმართულებით ბოღმას ანთხევს და საუბრობს მიხეილ სააკაშვილის კვლავ დევნაზე.  სტრატეგიულმა პარტნიორებმა იციან, რომ პოლიტიკური ლიდერების დევნა, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის დევნა, ეს არის დამაზიანებელი პირველ რიგში საქართველოსთვის." – აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. 
 
 
 
 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...