მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა დაიმსახურა პატივისცემა თუნდაც იმიტომ, რომ ღირსეულად იბრძვის, როგორც უნდა იბრძოდეს...

მიხეილ სააკაშვილმა დაიმსახურა პატივისცემა თუნდაც იმიტომ, რომ ღირსეულად იბრძვის, როგორც უნდა იბრძოდეს პატიმარი… -ლევან ბერძენიშვილი

Published on

“საქართველოში რომ ჩამოვიდა, ნიშნავდა, რომ მან სერიოზულად გადაიაზრა ყველაფერი და ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელზე პასუხიც არ არსებობს” – ეს განცხადება ლევან ბერძენიშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “მთავარი აქცენტების” სპეცეთერში გააკეთა.

ბერძენიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასა და მის პატიმრობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისი ნაბიჯების გამო პატივისცემა დაიმსახურა.

მიხეილ სააკაშვილმა დაიმსახურა პატივისცემა. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო იმით დაიმსახურა, რომ ღირსეულად იბრძვის, როგორც უნდა იბრძოდეს პატიმარი… ფაქტია, რომ კაცი მძიმე ბრძოლაში შევიდა, იმსახურებს სიმპატიას, იმათ სიმპატიასაც იმსახურებს, ვისაც საერთოდ არ აქვს არც სიმპატიის, არც ემპათიის და არც არანაირი ადამიანური სურვილი, იმათგანაც იმსახურებს, ამიტომ მოყარეს ის ხალხი, რომელიც საერთოდ აზრზე არ არის, წამლიდან წამლამდე აზროვნებენ, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი გადაცემაში 30 ოქტომბრის არჩევნებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი შანსი არჩევნებში მონაწილეობაა:

სააკაშვილის გათავისუფლება და თბილისის გათავისუფლება არის ერთი და იგივე, ერთი პროგრამა ერთი გამარჯვება, 30-ში წყდება ერთიც და მეორეც. 30-ის არჩევნების ოდნავი დაკნინებაც კი ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ეს არის რეალური გზა, თუ ამ გზას არ აქვს შედეგი, მაშინ იწყება სხვა გზა და არ გვინდა ეს გზა, არ შეიძლება ნორმალურ ადამიანს უნდოდეს დაპირისპირება, ჩხუბი და დავიდარობა, მერე კი ვიცით სად გადაიზრდება, – თქვა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 25-ე დღეა, რუსთავის საპატიმროში შიმშილობს.

სიახლეები

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 1 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ ერთს, ვახტანგ ფიცხელაურს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. აღნიშნულ...

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მიმდინარე პროცესებში საქართველო ლიდერი იყოს – ალიანსი

ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. განცხადებები გიგი...

მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის...