მთავარისიახლეებიპოლიტიკავიცეპრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეეხო

ვიცეპრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეეხო

Published on

 ,,ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. იმაზე პროდუქტიული, ვიდრე წარმომედგინა„ მათი მხარდაჭერა ჩვენს მიმართ, არის 100%-იანი. ახლა ჯერი  საქართველოს ხელისუფლებაზეა“  – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან მაიკ პენსთან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის  შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
 
ნიკა მელიას თქმით, საუბარი შედგა პოლიტიკური, ასევე სოციალური და ეკონომიკური უსაფრთხოების ბევრ საკითხზე, , მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, "ქართული ოცნების " ხელისუფლების ერთპარტიულ გადაწყვეტილებებზე.
 
,, მაიკ პენსთან შეხვედრისას ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობის პრობლემაზე ყურადღება ოპოზიციური პარტიების ყველა ლიდერმა გაამახვილა,  
 
“არაფორმალურ მმართველობაზე ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერმა ისაუბრა, რადგან ეს არის რეალობა და ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ. . – საუბარი შეეხო პოლიტიკური ოპონენტების დევნას და იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რასაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავს. ჩვენ გვქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, ადამიანზე, რომელმაც გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ამ ქვეყანაში,  და იმაზე, როგორ  დევნის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს და რა ინსტრუმენტებს იყენებს საამისოდ. არამგონია, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი არაფორმალური მმართველობის შესახებ მიღებული ინფორმაციით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე მაღალი წარმოდგენის დარჩენილიყო”“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
 
 
 
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...