მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ საჭირო გახდება ჰოსპიტალიზაცია, გადაიყვანენ მე-18 დაწესებულებაში - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

თუ საჭირო გახდება ჰოსპიტალიზაცია, გადაიყვანენ მე-18 დაწესებულებაში – იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

Published on

“იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ჰოსპიტალიზაცია, მას გადაიყვანენ მე-18 დაწესებულებაში (ე.წ. ციხის საავადმყოფო,-რედ.)” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მე-18 დაწესებულებაში არ არის ექიმი-რეანიმატოლოგი. რატი ბრეგაძე ასევე, ამბობს, რომ პროფესორ ზურაბ ფაღავას არცერთ ინტერვიუში არ განუცხადებია, რომ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მულტიპროფილური კლინიკა და სამოქალაქო კლინიკა ერთი და იგივე არ არის და კიდევ ერთი სიცრუეა ის, რომ თითქოს იუსტიციის მინისტრისა და ზურაბ ფაღავას განცხადებებს შორის შეუთავსებლობაა.

“მე-18 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა სრულად შეესაბამება მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობის მართვისთვის აუცილებელ მოთხოვნებს”, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

რატი ბრეგაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რატომ დატოვა კონსიულიუმი ზურაბ ფაღავამ. “შევეცდები გავესაუბრო და გავარკვიო”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სიახლეები

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...