მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან  დაპირისპირება მოხდა

რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან  დაპირისპირება მოხდა

Published on

რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან  დაპირისპირება მოხდა. დაშავებულია სამი ადამიანი –  ამის შესახებ თავად კირკიტაძე აცხადებს. მისი თქმით,  ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სხეულზე მიყენებულ აქვთ სხვადასხვა სახის დაზიანებები და როგორც კირკიტაძე ამბობს, მათი ექსპერტიზაზე გადაიყვანენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” მხარდამჭრები, ასევე ააიპებისა და სსიპების თანამშრომლები, ერთ-ერთი მათგანი ვასილ ბალახაძე კი მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

როგორც დავით კირკიტაძე ამბობს,  საჯარო მოხელეებმა და სუს-ის აგენტებმა პროვოკაცია და ოფისზე თავდასხმა სცადეს, აგრესიულად განწყობილები მივიდნენ და ოფისში მყოფ საარჩევნო შტაბის წევრებს აგინებდნენ და ლანძღავდნენ. მათ დავით კირკიტაძისთვის დარტყმაც სცადეს, რა დროსაც შტაბის ერთ-ერთი წევრი გაშველებას  ცდილობდა და დაზიანება მიიღო

„იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები. ეს ის ადამიანები გახლავთ, ვინც „ცოცხების აქცია“ მოაწყო და მაშინ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, რადგან ეს პირები მათი აგენტები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაზარალებულებიც არიან და ისინი ახლა დაკითხვაზე გადაჰყავთ. მივმართავ ყველა ქვეყნის საელჩოს და დიპლომატიურ მისიებს, ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს, რომლებიც ჩამოდიან და ხშირად იმყოფებიან აქ, ამ ფაქტს თუ რეაგირება არ მოჰყვა, გარწმუნებთ, არავითარი ნდობა არჩევნების პროცესსა და სამართალდამცავებს არ ექნებათ ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

.

შარტავას გამზირზე კი რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი შეხლა-შემოხლა. .

სამართალდამცველები ამბობენ, რომ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან უკვე განარიდეს, თუმცა უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე, ან დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება.

 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...