მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ გამარჯვებულები...

მიხეილ სააკაშვილი: ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ გამარჯვებულები ვართ.

Published on

ბათუმში ოპოზიციის აქციაზე შეკრებილ ადამიანებს მესამე პრეზიდენტმა წერილით მიმართა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდა.

“ჩემო ახლობელო, მშობლიურო საყვარელო ბათუმელებო, მადლობა რომ შეიკრიბეთ, მათ შორის ჩემს მხარდასაჭერად. მადლობა, რომ ბევრი თქვენგანი 14-ში თბილისში იყო. მე მაგრად ვდგავარ, მოველი თქვენთან პირდაპირ კონტაქტს, მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც ვერ გაბედა ჩემი მიყვანა, სატელეფონო ზარები ამიკრძალა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ.

ზუსტად ვიცი, რომ ქათქათა ბათუმში ლურჯი დროშების ნაცვლად, თეთრი, ქათქათა ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება და გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესი მერი ბათუმის ისტორიაში და მიშა ბოლქვაძე იქნება ხელვაჩაურში საუკეთესო მერი.

ხოლო მათი გამარჯვების მერე, გელით რუსთავში, მინდა, რომ ჩემი სატუსაღოს კარი, მათ შორის ბათუმელებმაც გააღოთ. არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველანი არჩევნებზე, არც ერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით. ჩვენ კი არ უნდა ვიცავდეთ მათგან თავს, ისინი არიან და უნდა დარჩნენ თავდაცვის რეჟიმის პოზიციაში, გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს”,- ნათქვამია წერილში.

სიახლეები

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...