მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

Published on

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.
 
საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მთავარი თემა იქნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებობს.
 
პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, აცხადებს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ასევე საუბარი იქნება ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. კერძოდ, მისი თქმით, არაფორმალურ მმართველობაზე და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესზე. ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის სისტემაა შექმნილი და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები სწორედ ამ რეჟიმის შენარჩუნებისთვის ხორციელდება.
 
„საუბარი იქნება იმაზე, რომ ოპოზიციურ, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს ისევე, როგორც დამოუკიდებელ მასმედიას, ხელისუფლება სერიოზულ პრობლემებს უქმნის, მათ შორის იქნება საუბარი პოლიტიკურ დევნილებზე, იმ ხალხზე, ვინც პოლიტიკური ნიშნით ჰყავს დღეს ხელისუფლებას. ოლიგარქიული მმართველები რეგიონში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში, ერთსა და იმავე ხერხებს მიმართავენ, რათა განდევნონ პოლიტიკური სივრციდან ოპოზიცია და ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური მოთამაშეები. მას შემდეგ, რაც განიდევნა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკური სივრციდან და დღეს ვხედავთ, რომ იმავე ხერხებს მიმართავს უკრაინის ხელისუფლებაც,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...