მთავარისიახლეებისამართალი“რუსთავი 2" -ის გარშემო არსებულ სამართლებრივ დავაში შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილიც ჩაერთოს

“რუსთავი 2″ -ის გარშემო არსებულ სამართლებრივ დავაში შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილიც ჩაერთოს

Published on

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გარშემო არსებულ სამართლებრივ დავაში შესაძლოა  ირაკლი ოქრუაშვილიც ჩაერთოს. სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის 2004 წელს გაფორმებული დოკუმენტი გაასაჯარავოს, რომელშიც სავარაუდოდ საუბარია იმის შესახებ, რომ ხალვაშმა ოქრუაშვილისგან 7 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ირაკლი ოქრუაშვილის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ის ჟურნალისტების  სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. “ირაკლი ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს, რომ მას შეეძინა წილები წინა მფლობელებისგან. იმ მფლობელებისგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფული არ აუღიათ ამაში. სამაგიეროდ კი ირაკლი ოქრუაშვილს გადასცა მოთხოვნის ყველა უფლება “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ქიბარ ხალვაშს ფორმალურადაც არავითარი მოთხოვნის უფლება არ გააჩნია და ის არ არის უფლებამოსილი მოსარჩელე. სხვა საკითხია, რომ ზოგადად მოთხოვნის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და არც მტკიცებულებაა საქმეში,”-აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...