მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ამდენი ხალხი აქციაზე არც ვარდების რევოლუციის დროს ყოფილა...

მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ამდენი ხალხი აქციაზე არც ვარდების რევოლუციის დროს ყოფილა — წითლიძე

Published on

საქართველოს პარლამენტის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 14 ოქტომბერს გამართული აქციის აღფრთოვანებულია და თქვა, რომ ამდენი ხალხი აქციაზე არც ვარდების რევოლუციის დროს ყოფილა.

“არის ძალიან მხნედ. ფიზიკურად რა თქმა უნდა ეტყობა შიმშილობა. გუშინდელი დღით არის აღფრთოვანებული, მითხრა რომ ამდენი ხალხი აქციაზე არ ყოფილა არც ვარდების რევოლუციის დროს.

განსაკუთრებულად უხარია და აღნიშნა, რომ თბილისი იყო გამოსული გუშინდელ აქციაზე.

შიმშილობის შეწყვეტაზე არ მალაპარაკა. გამხდარხართ ბატონო პრეზიდენტო-მეთქი და ,,კი, გავხდი, მაგრამ შენ უფრო გამხდარი ხარო” — წერს წითლიძე ფეისბუქგვერდზე.

სიახლეები

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა...

სანამ ვინმე შეწყალებაზე ისაუბრებს, სინანულზე ილაპარაკოს – პაპუაშვილი პოლიტპატიმრებზე

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შეწყალების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "შენდობას წინ...

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი...