მთავარისიახლეებისაზოგადოება2017 წელს ტყვიით დაბინძურებული პროდუქტის ოთხივე ნიმუში ზუგდიდშია აღმოჩენილი – დაიწყება...

2017 წელს ტყვიით დაბინძურებული პროდუქტის ოთხივე ნიმუში ზუგდიდშია აღმოჩენილი – დაიწყება თუ არა ზუგდიდელი ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობაზე ცალკე კვლევა დაჩქარებული წესით?

Published on

2017 წელს ტყვიით დაბინძურებული ოთხივე ნიმუში ზუგდიდშია აღმოჩენილი ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობაზე  ცალკე კვლევას გეგმავს.   – ამის შესახებ მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. 
 
მისი თქმით, საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა გადაჭრით არ ნიშნავს, რომ მას ადამიანზე დამაზიანებელი მოქმედება აქვს, მაგრამ ამ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მდგომარეობის გამოკვლევა და ზომების მიღება აუცილებელია. 
 
მინისტრი არ აკონკრეტებს სახელდობრ როდის და სად დაიწყება ბავშვთა გამოკვლევები და ჩვენ შეიძლება  მხოლოდ ვივარაუდოთ ან ვისურვოთ, რომ ეს პირველ რიგში ზუგდიდში მოხდეს, რადგან  საქართველოში ტყვიის სკანდალის აგორების შემდეგ ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგებით , აქედან ერთ-ერთი პროდუქტი იმპორტირებულია, დანარჩენი ადგილობრივი წარმოებისა.
 
შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით,  ტყვიის გადამეტებული ოდენობა, უმეტესად, ადგილობრივი საქონლის ხორცში და ადგილობრივი წარმოშობის სხვა სურსათშია (მათ შორის, სასმელ წყალში) აღმოჩენილი. 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...