მთავარიUncategorizedვიტალი კლიჩკო: სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და უსამართლოა და მის გასათავისუფლებლად...

ვიტალი კლიჩკო: სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და უსამართლოა და მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს

Published on

უკრაინელი პოლიტიკოსი ვიტალი კლიჩკო Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას ეხმაურება. წერს, რომ მისი ციხეში ყოფნა არასწორი და უკანონოა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გზები უნდა მოიძებნოს.

“მეგობრებო, თბილისის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ის უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. მთავარს აღვნიშნავ: საქართველოსთვის და პოსტ საბჭოთა სივრცისთვის სააკაშვილი ისტორიული პიროვნებაა, რომელიც განასახიერებს რეფორმებს, რომლებმაც შეცვალა საქართველო და მისი რეპუტაცია მსოფლიოში. მიხეილს ნამდვილად ჰქონდა შეცდომები, მის გზაზე, მაგრამ უშეცდომოა ის, ვინც არაფერს აკეთებს.

მგონია, რომ სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და უსამართლოა და მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს. თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს. მე ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერს მას”,წერს ვიტალი კლიჩკო Facebook-ზე

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...