მთავარიUncategorizedფული, მაყუთი, მეტი არაფერი! ბიძინა, შენ მდიდარი არა ხარ, შენ ფულიანი ხარ....

ფული, მაყუთი, მეტი არაფერი! ბიძინა, შენ მდიდარი არა ხარ, შენ ფულიანი ხარ. მდიდრები ვართ ჩვენ, სიმდიდრე და ფულიანობა ერთი და იგივე არ არის- გია ბუღაძე

Published on

ბიძინა, დაითვალე თავები, შენ არითმეტიკის მეტი არაფერი არ იცი – გია ბუღაძის სიტყვით გამოსვლა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე გრანდიოზულ აქციაზე და მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს.

ბუღაძემ მესამე პრეზიდენტის დროინდელი პოლიტიკა, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ არსებული ვითარება იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც დღესაა და ივანიშვილს მიმართა:

“ფული, მაყუთი, მეტი არაფერი, შენ მდიდარი არა ხარ, შენ ფულიანი ხარ. მდიდრები ვართ ჩვენ, სიმდიდრე და ფულიანობა ერთი და იგივე არ არის..”.- ამბობს ბუღაძე.

მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და პოლიტიკიდაბ გაქრობა უნდა, რუსეთია:

თუ რუსეთს უხარია, ჩემი და თქვენი საქმე ცუდად არის, თუ რუსეთს არ მოწონს, ე.ი ჩემი და თქვენი საქმე კარგად  არის, მას მიშა ყველაზე მეტად არ უყვარს იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში ამ რანგის პოლიტიკოსი შეიძლება თითებზე ჩამოსათვლელიც არ იყოს. ხედავთ რა ქარბორბალაა? რა დაატრიალა ამ ადამიანმა? მაგიტომ ვერ იტანენ ეს ქოცმაცები” თქვა გია ბუღაძემ სიტყვით გამოსვლისას.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...