მთავარისიახლეებიმსოფლიოერაყში დაჭრილია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ-ბაქრ ალ ბაღდადი

ერაყში დაჭრილია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ-ბაქრ ალ ბაღდადი

Published on

ირანული გამოცემა IRNA იტყობინება, რომ ერაყში, სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ-ბაქრ ალ ბაღდადი დაიჭრა. ზოგიერთი წყარო ავრცელებს ინფორმაციას  ალ-ბაღდადის გარდაცვალების შესახებაც კი, თუმცა ეს ჯერჯერობით არ დასტურდება.

გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშები ტერორისტების ავტომობილებზე ერაყის ავიაციამ ანბარის პროვინციაში, ქვეყნის დასავლეთით განახორციელა.   IRNA -ს ინფორმაციით, ალ-ბაღდადი სირიის საზღვარზე "ისლამური სახელმწიფოს" სხვა ლიდერებთან შესახვედრად მიემგზავრებოდა. იერიშის შედეგად დაიღუპა ალ-ბაღდადის მრჩეველი აბუ უმას აშ-შიშანი და ბოევიკების მეთაური აბუ ანის ალ-სური. 

სიახლეები

გიორგი დავითაძის დედის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა უცხო საგანი პროტესტის ნიშნად გადაყლაპა

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში"...

აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა მას შემდეგ, რაც...

გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის “კანონპროექტს” განიხილავენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის "კანონპროექტს" განიხილავს....

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 250-ზე მეტი დრონი გაუშვა - საჰაერო თავდაცვაა ამოქმედებული მოსკოვშიც - ინფორმაცია...