მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ ჩაგრავს მირანდა მესხს გენდერული ნიშნით? არის თუ არა სქესი არჩევნების...

ვინ ჩაგრავს მირანდა მესხს გენდერული ნიშნით? არის თუ არა სქესი არჩევნების გაყალბებისთვის პასუხისმგელობის თავიდან არიდების საშუალება?

Published on

ცესკომ ზუგდიდის საოლქოს თავმჯდომარის, მირანდა მესხის საწინააღმდეგო კამპანიის მიზეზით სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს მიმართა.

წერილში ცესკო აღნიშნავს, რომ აშკარაა სიძულვილის ენის აქტიური გამოყენება, როგორც ზოგიერთი კანდიდატისა და ჩართული მხარის მიერ, ასევე – მუქარის შემცველი განცხადებები.

მათივე მტკიცებით, იკვეთება მირანდა მესხის, გენდერული ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციის ფაქტები.

ცესკოში აცხადებენ, რომ ორგანიზაციებს ვიზუალური მასალაც მიაწოდეს.

“ეს კამპანია კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მხრიდან არჩევნების ღამეს დაიწყო, როდესაც მან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევა დააბრალა. ზეწოლა ხორციელდებოდა როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიის სახითაც”, – თქვა ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე.

მირანდა მესხი წლებია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მას არაერთხელ დასდეს ბრალი ზუგდიდის ოლქში არჩევნების გაყალბებაში.

ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზეც ნაციონალურმა მოძრაობამ საოლქო კომისია და მისი თავმჯდომარე გაყალბებაში დაადანაშაულა.

 

 

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...