მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მე მივყვები ჩემი ხალხის ძახილს, ჩემი გულის ძახილს''- მთავარი არხი მიხეილ...

,,მე მივყვები ჩემი ხალხის ძახილს, ჩემი გულის ძახილს”- მთავარი არხი მიხეილ სააკაშვილის აქამდე უცნობ ვიდეო მიმართვას აანონსებს

Published on

მიმთავარი არხი აანონსებს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი, აქამდე უცნობ ვიდეო მიმართვას, რომელიც სამშობლოში მისი დაბრუნების შემდეგაა ჩაწერილი. ვიდეოში საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში მისი დაბრუნების გზებზე და მიზნებზე საუბრობს. მაყურებელიამ ვიდეომიმართვას სრულად ნახავს “შაბათის მთავარის” ექსკლუზივში

“მოგესალმებით ყველას, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ტყიდან. მე აქ აღმოვჩნდი მესამე ქვეყნის მეშვეობით. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილი გააგზავნა აზერბაიჯანში, რომ ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც მოვდიოდი 2-ში საღამოს, უნდა გადაესროლათ ამ ქვეყნებში, ვითომ საქართველოში, აეროპორტებში ცუდი ამინდები იქნებოდა, გადავწყვიტე, ბევრად ნაკლები კომფორტული გზით, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი მეგობრების დახმარებით საქართველოში შემოსვლა.

მე მივყვები ჩემი ხალხის ძახილს, ჩემი გულის ძახილს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა 8 წლის შემდეგ ამ ხეების დანახვა, ამ მიწის დანახვა ამ სურნელის შეყნოსვა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერებაა ეს ჩემთვის.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა არის, როცა 8 წელი არ ყოფილხარ შენ ქვეყანაში, რომელიც ცხოვრებაზე მეტად გიყვარს. ეს არის ჩემთვის, ყველაზე მთავარი, ახლა რაც არ უნდა მოხდეს, მე ჩემ მიზანს მივაღწიე, მე ნამდვილად არ მოვკვდი, არ ჩავძაღლდი ემიგრაციაში. მე ვარ ჩემ ქვეყანაში, ჩემ საქართველოში, ჩემ ქართველებს შორის, ჩემ თანამებრძოლებს შორის, ჩემ თანამებრძოლებს შორის, ჩემ ერს შორის და ვიბრძვი მისთვის და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება”,-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...