მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ერთობის მაგალითს ხელისუფლება უნდა იძლეოდეს''- ელენე ხოშტარია...

,,ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ერთობის მაგალითს ხელისუფლება უნდა იძლეოდეს”- ელენე ხოშტარია გია ვოლსკის წარმოუდგენელი დეგრადაციის შესახებ

Published on

მოვისმინე ვოლსკის განცხადება და მართლა გული მეტკინა.- ამბობს დროას ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია.- აქ იყვნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ერთმანეთის გვერდზე იდგნენ, ხელი ჩამოართვეს, ადგილზე ადამიანები განიცდიან და მართლა შეუძლებელია, რომ ამ სიტუაციაში არ გაგიჩნდეს სრული სოლიდარობის განცდა ნებისმიერი ადამიანის მიმართ. ამ დროს, თანამდებობის პირი, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვს, როცა ეს მოგდის თავში, წარმოუდგენელ დეგრადაციაზე მეტყველებს ვითარების, ეს ნამდვილად გამოსასწორებელია.

ერთობის მაგალითს ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ხელისუფლება უნდა იძლეოდეს. მე ამ მომენტში კატეგორიულად ვერიდები ვინმეს მისამართით ხელის გაშვერას, არც კი შემიძლია ლაპარაკი მიზეზებზე, სანამ ეს ყველაფერი არ განიმუხტება.

ცნობისათვის: ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაზე საუბრისას თქვა, რომ “არსებობენ ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ, რომ მსხვერპლი იყოს, რათა რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს”.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...