მთავარისიახლეებიეკონომიკათბილისში „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე სასტუმრო აშენდება

თბილისში „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე სასტუმრო აშენდება

Published on

ახლო მომავალში, თბილისის ცენტრში,  შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე დაყრდნობით, სასტუმრო აშენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. აღნიშნული საიტის თანახმად, პროექტს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა ახორციელებს. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 5 მილიონი აშშ დოლარია. სასტუმრო თავისუფლების მოედანზე განთავსდება. მისი დიზაინისა და ინტერიერისთვის ბიზნეს-პალატამ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც 1 ნოემბერს დასრულდება. საქართველო ისრაელის ბიზნეს-პალატის მენეჯერის, ანი კვირიკაშვილის თქმით, სასტუმრო ძირითადად ისრაელიდან ჩამოსულ vip კლიენტებს მოემსახურება. მისი განცხადებით, იდეის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ სასტუმროს ქართული იერსახე, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებით იქნება მთლიანად გაჯერებული, ვიზიტორების დიდ მოწონებას და აღფრთოვანებას გამოიწვევს. ,,გვინდოდა რაღაც გამორჩეული შეგვეთავაზებინა ჩვენი მომხმარებლისთვის, ვინაიდან ,,მარიოტისა“ და ,,შერატონის“ მსგავსი სასტუმროები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია. ყველასგან განსხვავებული და ქართული სულის მატარებელი ახალი სასტუმრო, ვფიქრობ, მათთვის საინტერესო იქნება,“-აღნიშნა ანი კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტენდერში არქიტექტორთა ფორუმში გაერთიანებული შვიდი არქიტექტორი დარეგისტრირდა. ,,თავად იდეამ უკვე გამოიწვია დიდი გამოხმაურება, ვფიქრობ წარმატებული პროექტი იქნება, ველოდებით შემოთავაზებებს არქიტექტორთა მხრიდან“ -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. სასტუმროს მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. მასში 15 ნომერი განთავსდება, თითოეული მათგანი ,,ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა მთავარი პერსონაჟის სახელობის იქნება. სასტუმრო 2016 წლის აპრილში გაიხსნება. 

სიახლეები

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

შსს – დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული...

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ. ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილ...