მთავარისიახლეებიპოლიტიკახატია დეკანოიძე: ის, რაც დღეს ზუგდიდში ხდება, არჩევნების გაუქმებაა. მირანდა მესხმა...

ხატია დეკანოიძე: ის, რაც დღეს ზუგდიდში ხდება, არჩევნების გაუქმებაა. მირანდა მესხმა მართლმსაჯულების წინაშე პასუხი უნდა აგოს.

Published on

,,ქვეყანაში არის ძალიან დიდი პოლიტიკური კრიზისი” – ეს განცხადება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება დღეს მიდის ყველაფერზე, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ისევ  ერთპიროვნულად აკონტროლოს ქართველი ხალხი.

,,მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში ჩაატარა არჩევნები, დაიწერეს რაღაც კონკრეტული ციფრები და ასე შემდეგ, არის ძალიან დიდი პოლიტიკური კრიზისი და ამის კრიზისის პირველი განზომილება არის ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზის ციხეში, ივანიშვილის მართლმსაჯულებით და შიმშილობს, ამიტომ მისი განთავისუფლება არის უპირობო გადარჩენა ქვეყნის მომავლის და მეორე ეს არის ,,ქართული ოცნების” მმართველობა, რომელიც უკავშირდება იმ პირველ განზომილებას და ხმების მოპარვას, მოდით ყველამ ვთქვათ, როგორ ჩატარდა არჩევნები:

ქუთაისში მოახერხეს გაყალბება, მაგრამ იმ რაოდენობით ვერა, როგორც სხვაგან და მიუხედავად მთელი ამ მანიპულაციებისა, ადამიანების სიბრძნემ გადაწონა ყველაფერი. ის რაც ხდება დღეს ზუგდიდში ეს არის არჩევნების გაუქმება. საკრებულოში უმრავლესობა რომ არ შეექმნა ,,ნაციონალურ მოძრაობას” მოიპარეს ხმები და გახსნეს ბიულეტენები”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის შეფასებით, ზუგდიდის #67 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არის დამნაშავე, რომელმაც მართლმსაჯუელების წინაშე პასუხი უნდა აგოს.

,,ის რასაც მირანდა მესხი აკეთებს ახლა, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული, მათ მოლოდინი აქვთ, რომ ამ დანაშაულს არავინ არ შეიმჩნევს, მაგრამ ეს ასე არ დარჩება. მე არ მესმის რად უღირს ამ ადამიანს ასეთი ქურდობა, ან იმ ადამიანებს ვინც ,,უპრავებს” ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია და მათ არ აქვთ არანაირი მუხრუჭი და წითელი ხაზები და ზღვარი.

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...