მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ზუგდიდში ქართულმა ოცნებამ უკანონოდ გადათვალა ხმები და მათი მაჟორიტარობის...

ნიკა მელია: ზუგდიდში ქართულმა ოცნებამ უკანონოდ გადათვალა ხმები და მათი მაჟორიტარობის კანდიდატი პირველივე ტურში დამარცხებულად გამოაცხადა

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ზუგდიდში ქართულმა ოცნებამ უკანონოდ გადათვალა ხმები და მათი მაჟორიტარობის კანდიდატი პირველივე ტურში დამარცხებულად გამოაცხადა. შედეგად, ენმ-მ ზუგდიდის საკრებულოში ერთი მანდატი დაკარგა.

“სანამ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი: მთელმა საქართველომ იცის, რომ ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა… გუშინ ღამით ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, სრულიად უკანონოდ გადათვალეს ხმები, ასე ქურდულად და ერთ-ერთ ჩვენს გამარჯვებულ მაჟორიტარს, ხმების გადათვლის შემდეგ ჩაუთვალეს პირველ ტურში მარცხი. ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხმის გადათვლის შემდეგ დამარცხებულად გამოაცხადა”, – თქვა ნიკა მელიამ დღეს ზუგდიდიდში გამართულ  გამართულ ბრიფინგზე.

მან მოსახლეობას ხვალ მასობრივი  შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაიგონ, თუ რა ხდება საქართველოში.

ზუგდიდელებო, ღირსების საკითხია. ან გაიმარჯვებს სიმართლე, ან გაიმარჯვებს ღირსება, ან ასე ქურდულად, როცა უნდათ მოგებულს გამოაცხადებენ დამარცხებულად. ვერ ეღირსებით ამას, ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას. შემთხვევით არ ვარ ზუგდიდში. მე მოგვიანებით დავაანონსებ კონკრეტულ საათს და ზუგდიდელებს ვთხოვ, რომ ხვალ შევიკრიბოთ და ჩვენი მკაფიო ხმა გავაგონოთ არამხოლოდ ზუგდიდს და სამეგრელოს, არამედ მთელ საქართველოს. ყველა პარტნიორმა შეხედოს, რა ხდება საქართველოში, რომ დარწმუნდნენ, სად არის სიმართლე”, – ამბობს მელია.

საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ ერთი მანდატი და გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა, რადგან . მე-11 ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების გახსნის შედეგად ქართულ ოცნებას ბათილი ბიულეტენებიდან 12 ხმა დაემატა.

მანამდე, ენმ-ს საკრებულოში 23 დეპუტატი ჰყავდა, ახლა კი – 22. ამ დროის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 20 დეპუტატი ჰყავს, გახარიას პარტიას 2, ერთი კი გაუნაწილებელი მანდატია.

ენმ-ის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის, ანი წითლიძის თქმით, ოლქი წინასწარ გახსნეს და ამის გამო მიიღეს ხმების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება.

წითლიძე ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ საკითხზე პროკურატურას აუცილებლად მიმართავს.

 

 

 

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...