მთავარისიახლეებიპოლიტიკაწალენჯიხაში, საჩინოს საარჩევნო უბანი დაიხურა- ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამ უბანზე დიდი...

წალენჯიხაში, საჩინოს საარჩევნო უბანი დაიხურა- ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამ უბანზე დიდი ალბათობით ლელოს კანდიდატი იმარჯვებს

Published on

პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ წალენჯიხაში, საჩინოს საარჩევნო უბანი დაიხურა. მისი თქმით, ამ უბანზე დიდი ალბათობით ლელოს კანდიდატი იმარჯვებს და უბნის დახურვის ფაქტი მათთვის არის აბსოლუტურად “მიუღებელი, დაუშვებელი”. ისინი მოითხოვენ რეაგირებას.

“სამწუხაროდ გვაქვს დარღვევები პრაქტიკულად ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხორციელდება ამომრჩევლებზე ზეწოლა, ამაში არიან ჩართული ოცნების აქტივისტები, ვნახეთ სატელევიზიო კადრები, რომლებიც ამას ადასტურებს. არის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები. მაგალითად ვაკეში კუთვნილი ბიულეტენით გავიდა ადამიანი და სხვა უბანში გამოიყენა ეს ბიულეტენები ხმის მისაცემად. არანაირი რეაგირება არ ხდება კომისიის თავმჯდომარეებისგან ფოტო და ვიდეოგადაღებაზე, რაც კანონის დარღვევაა”, — აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მან ლელოს მიერ აღმოჩენილ სხვა დარღვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჩივრები იწერება ყველგან, სადაც იყო დარღვევები.

“სამწუხაროა, რომ შსს არ ახდენს სათანადო რეაგირებას და სტატისტის როლში გვევლინება, როცა ხდება კონფლიქტური ვითარება ამა თუ იმ საარჩევნო უბანზე”, — ამბობს ჯაფარიძე და ამატებს — “გვაქვს დარღვევების მთელი თაიგული, თუმცა არცერთი ფაქტი არ რჩება ყურადღების გარეშე”.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...