მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახეს - კიევის რეაქცია სააკაშვილის დაკავებაზე

უკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახეს – კიევის რეაქცია სააკაშვილის დაკავებაზე

Published on

უკრაინაში საქართველოს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ოფიციალური კიევი განმარტებებს ითხოვს უკრაინის მოქალაქისა და პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრის დაპატიმრების გამო.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში დააკავეს. მანამდე, მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელიც ბათუმში იყო გადაღებული. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის. ნაშუადღევს “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ თითქოსდა ბათუმში ჩაწერილი ვიდეო ფეიკია და ის უკრაინის კურორტ ტრუსოვიცკეში იმყოფება.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ დროისთვის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...