მთავარისიახლეებიპოლიტიკანათია მეზვრიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს გამბედაობა, საქართველოში ჩამოვიდეს.

ნათია მეზვრიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს გამბედაობა, საქართველოში ჩამოვიდეს.

Published on

ნათია მეზვრიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს გამბედაობა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

მეზვრიშვილის განცხადებით, სააკაშვილს საქართველოში მართლმასჯულების წინაშე წადგომა მოუწევს. მისივე თქმით, არაა დარწმუნებული, რომ მმართველი ძალა მართლმასჯულებს აღასრულებს.

„რას ნიშნავს ჩამოვიდა, თუ ჩამოვიდა სად არის, ოცნებამ ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?! თუ მართლა ჩამოვიდა, ალბათ, ოცნების რომელიმე წარმომადგენელს ახლა ჰყავს შეფარებული და ალბათ ამიტომ არ გვენახება. არასერიოზულია ეს ყველაფერი, პირდაპირ გეტყვით. მე არ მგონია, რომ მას ჰქონდეს იმის გამბედაობა, რომ საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, იმიტომ, რომ მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ “ოცნება” გაბედავს მართლმსაჯულებას მისი მისამართით [აღასრულებს], თუ ის მართლა ჩამოვიდა ან ჩამოვა, მთლიანად პასუხისმგებლობა “ოცნებას” ეკისრება”, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. ცოტა ხანში კი ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა – სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმშია.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...