მთავარისიახლეებიორსულობისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა

ორსულობისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა [Video]

Published on

საქართველოში COVID პანდემიის მეოთხე ტალღის ფონზე, როდესაც გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და შემცირებულია ვაქცინაციის ტემპი, უმნიშვნელოვანესი ხდება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ. ასეთ დროს, დედათა ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ორსული ქალები წარმოადგენენ. მონაცემებით დასტურდება, რომ ამ ჯგუფში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoH), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა (NCDC), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შეიმუშავა შუალედური კლინიკური რეკომენდაციები ორსულებში კოვიდ ინფექციის მართვასთან დაკავშირებით.
შედგენილი რეკომენდაციების პრაქტიკაში გატარების ხელშესაწყობად, პარტნიორები ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. პირველ ეტაპზე, ისინი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მომწოდებლებს სამ რეგიონში შეხვდებიან: სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა ბათუმი, სამცხე-ჯავახეთი.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...