მთავარიUncategorizedიაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანება - რაზეა საუბარი სუსის საიდუმლო ჩანაწერებში?

იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანება – რაზეა საუბარი სუსის საიდუმლო ჩანაწერებში?

Published on

თბილისის მერია იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებაზე ინფორმაციას “სიცრუეს” უწოდებს და ამტკიცებს, საფლავის ქვა “სიძველის გამო” ჩავარდა. ქართველი საზოგადო მოღვაწის ნეშტის დაზიანებაზე ინფორმაცია გავრცელებული საიდუმლო ფაილებიდან გახდა ცნობილი.

“2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას.

რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე. პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს”, – აცხადებენ მერიაში.

ამის მიუხედავად, მთაწმინდის პანთეონში იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს ადასტურებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი უფროსი, ნიკოლოზ ანთიძე.

“მოხდა მისი პატივით, როგორც არის ეკლესიურად გაკეთება და მოხდა შესწავლა ამ სამარხის. ახალი სამარხით მოხდა იმავე ადგილზე დაკრძალვა… ამ სამუშაოების დროს რაღაც მომენტში ჩაინგრა თაღი და სწრაფი რეაგირება მოხდა ძალიან”, – აღნიშნა მან სტუდია მონიტორთან.

რაც შეეხება, კითხვას ნეშტის გაბნევას, ანთიძე პასუხობს.

“რომ ჩაინგრა იქ რაღაც შეიძლება… აგურების იყო და ამიტომ სპეციალისტებს მოუხდათ აგურებსა და მიწას შორის გამორჩევა”.

 

აღნიშნული ფაილი 2019 წლის 24 აპრილით თარიღდება.

 

სიახლეები

ჩვენ საქართველოს ველით – სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი ცეკვავს- ჰერჩინსკი

ჩვენ საქართველოს ველით - სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი...

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ძალოვნებს - სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი...

გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჰერჩინსკი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ...

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს – კობახიძე

კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკი "ტრაგიკულ პიროვნებად" მოიხსენია. მისი მტკიცებით, ასეთი ელჩის მიერ ორგანიზებული...