მთავარისიახლეებისაზოგადოებაოპერატორი მოაჯირმა ვერ დაიჭირა და გადავარდა, არავის გადაუგდია - მდინარაძე

ოპერატორი მოაჯირმა ვერ დაიჭირა და გადავარდა, არავის გადაუგდია – მდინარაძე

Published on

ქარელის მერობის კანდიდატის („ქართული ოცნებიდან”) ზაზა გულიაშვილის მეტსახელად ჩლიქოსნის  მტკიცებით, „მთავარი არხის” ოპერატორი არავის გადაუგდია ოფისის მეორე სართულის აივნიდან.

პარტიის ოფისში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც ოპერატორი დაშავდა მერობის კანდიდატი ჰყვება განსხვავებულ ვერისას,  რომ ოპერატორი კი არ გადააგდეს, არამედ თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან და არა აივნიდან.

„ჟურნალისტი და ოპერატორი იყვნენ მოსულები პარტიის ოფისში, იღებდნენ კადრებს. თავიდან ისინი ზრდილობიანად გაიყვანეს ოთახიდან. ეს ყველაფერი მეორე სართულზე ხდებოდა. მაგრამ ისინი ოფისიდან არ გასულან და აგრძელებდნენ მუშაობას. შემდეგ ერთი-ერთი ზონის კოორდინატორი შემოესწრო ამ ამბავს და ის ეუბნებოდა ნუ იღებო და კამერაზე ხელს უფარებდა. ოპერატორი უკან იხევდა. ამოსასვლელ კიბეზე პატარა მოაჯირია. ალბათ 60 სანტიმეტრი სიმაღლის, ადამიანს რომ მუხლამდე მისწვდება . უკან სვლისას ის ამ მოაჯირმა ვერ დაიჭირა და გადავარდა. ის არავის გადაუგდია, მით უმეტეს აივნიდან”, – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

„მთავარი არხი” იუწყება, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. იგი საავადმყოფოში ინახულა ნიკა გვარამიამ,

,,ლევან აბლოთიას აქვს მენჯ- ბარძაყის მოტეხილობა და ახლა გადაჰყავთ თბილისში,  სადაც მოხდება მის სხვა დაზიანებების დიაგნოსტიკა ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით არაფერი ჩანს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კლინიკაში მას შემდეგ განაცხადა, რაც კლინიკაში, დაშავებული ოპერატორი მოინახულა. ძალიან მძიმე მდგომარეობა საბედნიეროდ არ არის. როგორც ექიმები მეუბნებიან, აქ სამწუხაროდ არ არის მაღალი ხარისხის ტექნიკა, რომელიც ამას გადაიღებს, მაგრამ რა ხარისხიც აქ არის  და ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს. ძაან ბედნიერი ვარ ამის გამო. არის თუ არა ტვინის შერყევა და მუცლის ღრუში რამე, ესეც უნდა გადამოწმდეს უფრო ზუსტი ტექნოლოგიებით.
“ყველაზე სიგიჟე ის იყო, რომ თვითონ ქართული ოცნების წევრებმა, ვინც შტაბში იმყოფებოდნენ, არ გვითხრეს მისამართი, რომ სასწრაფოსთვის გვეთქვა, სად ვიყავით […] ათამდე ადამიანი იდგა და ვეხვეწებოდი, რომ ეთქვათ. ბოლოს [სასწრაფოს] ვუთხარი, რომ რაღაცის წინ არის, იმის გვერდით არის და ასე შევეცადე ამეხსნა”, — იხსენებს ინციდენტის დეტალებს ჟურნალისტი ბექა ყორშია.

მათი ხელიდან ადამიანი მკვდარია ვინც ის გადმოაგდო აივნიდან. და მე მას ვპირდები რომ მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კი არა, ციხეს ვახეხინებ სანამ ცოცხალი ვარ. ამას რომ რამე მოსვლოდა, აი იმ ჩლიქოსანს გავატყავებდი. ახლა შეიძლება ვაკმარო უფრო ნაკლები სიმძიმის დასჯა. …ეს ბექა ყორშიაა. ისიც სცემეს. უბრალოდ ამის მოყოლის თავი ახლა არავის არ გვაქვს, -ამბობს ნიკა გვარამია.

 

სიახლეები

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, -...

ვინ რამდენი დღით დააპატიმრეს ბოლო პერიოდში დაკავებული აქტივისტებიდან – სია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში დაკავებული მოქალაქეების ნაწილის პროცესები გაიმართა. აქციის მონაწილეები...

გაერომ სირიის პრეზიდენტს სანქციები მოუხსნა

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას და შინაგან საქმეთა მინისტრს, ანას ხატაბს, სანქციები მოუხსნა....