მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენთვის პრობლემა ყოფილა არა ოკუპანტი, არამედ ირანელი ტურისტი, თურქი ბიზნესმენი ან რესტორნის...

ჩვენთვის პრობლემა ყოფილა არა ოკუპანტი, არამედ ირანელი ტურისტი, თურქი ბიზნესმენი ან რესტორნის ერაყელი მეპატრონე”

Published on

ჩვენთვის პრობლემა ყოფილა ირანელი ტურისტი, თურქი ბიზნესმენი ან რესტორნის ერაყელი მეპატრონე”, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაზა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ მარჯანიშვილის გამზირზე გამართული ე.წ. ”ქართველთა მარშის” ორგანიზატორები ”პირდაპირ რუსეთიდან არიან მართულები”. 
 
როგორც ზაზა ბიბილაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, აქციაზე ზუსტად ერთი-ერთში იგივე ხდებოდა, რაც ხდება რუსეთში.
 
”ეს არის თავიდან ბოლომდე რუსეთის მიერ მართული აქცია, რუსული ”ფეესბეშნიკური” სახელმძღვანელოდან ამოღებული მოთხოვნებით. ის სიბნელე, ის ღალატი, ის სიბოროტე, რომელსაც ეს მარში ქადაგებს, ვერ იქნებდა სრული ალბათ აქციის მონაწილეების იმ მოთხოვნის გარეშე, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალავას ითხოვს, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ოღონდ, სავარაუდოდ, ეს ადამიანები რუსეთს უცხოეთად არ განიხილავენ. 
 
ზუსტად ერთი-ერთში იგივე ხდება, რაც ხდება რუსეთში. ეს არიან ადამიანები, რომელთაც უბრალოდ საქართველოს ისტორიაც არ წაუკითხავთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქციის ორგანიზატორები მართულნი არიან პირდაპირ რუსეთიდან და მონაწილეთა დიდი ნაწილი გულუბრყვილობით და უცოდინრობის გამო იღებდა ამაში მონაწილეობას.
 
დღეს ჩვენი სამშობლოს ორი მნიშვნელოვანი ნაწილი – აფხაზეთი და შიდა ქართლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვიღაცები გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ თურმე – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....