მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძის მტკიცებით, ენმ-ის ლიდერებმა სირცხვილიას წარმომადგენელს კილერის გაგორების "იდეის დატესტვა"...

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ენმ-ის ლიდერებმა სირცხვილიას წარმომადგენელს კილერის გაგორების “იდეის დატესტვა” სთხოვეს.

Published on

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა სირცხვილიას წარმომადგენელს კილერის აყვანის “იდეის დატესტვა” სთხოვეს.

“განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში სულ უფრო აქტიურად წარიმატრთება. “საჭიროა მსხვერპლი, გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში” – ეს არის ფრაზები ნაციონალური მოძრაობისა და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის, სირცხვილიას წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს ნაციონალური მოძრაობის ოფისებოდან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი უჯდებათ, როცა “ამის მეათედ თანხად შეიძლება კილერის აყვანა და მათიანის გაგორება”. ეს არის ციტატა. ასევე, სირცხვილიას ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა სთხოვეს”. – ამბობს ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აქვთ, რადგან “მოშლილია გუნდი და მარტივად ჟონავს ინფორმაცია მათი ოფისებიდან”. მისივე სიტყვებით, ინფორმაციას რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან კავშირი არ აქვს.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...