მთავარისიახლეებიპოლიტიკაანდრია ჯაღმაიძე: ძალები, რომლებიც ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში...

ანდრია ჯაღმაიძე: ძალები, რომლებიც ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ,

Published on

სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკანონო მოსმენა და შემდეგ მსგავსი მასალების გასაჯაროება მიუღებელია.

„სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროების დეტალები, გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი.

საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები.

უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

სიახლეები

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში...

იტალიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იტალიის სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის საქმეზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის - იტალიის...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...