მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მიზეზით თქვა „იმედმა“  უარი ნიკა მელიას რეკლამის განთავსებაზე

რა მიზეზით თქვა „იმედმა“  უარი ნიკა მელიას რეკლამის განთავსებაზე

Published on

ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედმა“ მის პარტიას რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრა, რის მიზეზადაც დაასახელეს კადრი, „სადაც ჩანს, როგორ იხსნის ელექტრონულ სამაჯურს ნიკა მელია და აგდებს ხალხში“.

როგორც ობოლაძემ განაცხადა, ტელეკომპანიაში განუმარტეს, რომ კადრზე ასახული ქმედება კანონდარღვევაა.

ნიკა ობოლაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავად აღიარა, რომ 2019 ივნისის 20 ივნისს დამნაშავე არა მელია, არამედ მმართველი პარტია იყო და „ახლა იმის თქმა, რომ თითქოს, მელიას სამაჯური სამართლებრივი წესით დაადეს და მისი მოხსნა კანონდარღვევა იყო, არასწორია“.

. თავად ღარიბაშვილმა და კობახიძემ თქვეს, რომ 2019 წლის 20 ივნისს სპეცრაზმი იდგა არასწორად და პასუხისმგებლობა თავად დააკისრეს საკუთარ პარტიას, გასაგებია, რომ ისინი გულისხმობენ გიორგი გახარიას,მაგრამ მაშინ მმართველი პარტია იყო „ქართული ოცნება“ და მაშინ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა. როდესაც მელიამ მოიხსნა სამაჯური, მეორე დღესვე სასამართლომ დააკანონა და თქვა, რომ სამაჯურის ტარება არ იყო საჭირო,

ამიტომ ახლა იმის თქმა, რომ თითქოს, მელიას სამაჯური სამართლებრივი წესით დაადეს და მისი მოხსნა კანონდარღვევა იყო, აბსოლუტურად არასწორია. ტელეკომპანია „იმედმა“ და ხელისუფლებამ ეს გააკეთა იმიტომ, რომ არ სურთ, ქართველმა ხალხმა სიმართლე გაიგოს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და გაიგოს, რომ თავდადებას ყოველთვის აქვს აზრი. არ უნდათ მაგალითების ჩვენება. – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...