მთავარისიახლეებიექსკლუზივიგეოგრაფიის გაკვეთილი მიხეილ სააკაშვილისაგან : ლაზიკას და ანაკლიას ერთი და იგივე ადგილმდებარეობა...

გეოგრაფიის გაკვეთილი მიხეილ სააკაშვილისაგან : ლაზიკას და ანაკლიას ერთი და იგივე ადგილმდებარეობა აქვთ, ააშენონ და თუ უნდათ ”ნიუ ჭორვილა” დაარქვან

Published on

ანაკლიაში მშვენიერი ფესტივალი მიმდინარეობს. ანაკლია აღარ არის მხოლოდ ჭაობი( როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), ხალხიც ამაყობს. და …ხელისუფლებაც. ხალხს აქვს ამის უფლება –  ანაკლია მისია.
 
 რაც შეეხება სხვას… . იფესტივალონ. იამაყონ.  ეს ყველაფერი ასეც ჰქონდა ჩაფიქრებული ლაზიკის, ანაკლიის სასწაულის შემოქმედს. მაგრამ… ღამით, როცა ზღვის   გრილი ბრიზი ეხება გახურებულ შუბლს და ადამიანი საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან  მარტო რჩება, იქნებ, მავანს ხელისუფლებიდან, ბავშვობაში ნასწავლი ან შემდეგ წაკითხული (თუ კითხულობენ რამეს)  ერთი ამბავი გაახსენდეს – ჯორჯ ბაირონისა და მისი მეგობრის ამბავი:  ,,ეს გვირგვინი შენია, ჯორჯ! ''
 
 ანაკლიის პორტი იყო ნაწილი პროექტისა, რომელსაც ქალაქ ლაზიკას უწოდებდა ამ იდეის ავტორი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მის ამ წამოწყებას სულ რაღაც 5 წელიწად-ნახევრის წინ არასერიოზულ იდეას უწოდებდა იმჟამად ოპოზიცია, ახლა კი მმართველი პოლიტიკური ძალა ”ქართული ოცნება”. დაჭაობებულ ტერიტორიაზე ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენება, რომელიც რეგიონალური სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი უნდა გამხდარიყო, „ქართული ოცნების“ ლიდერებს არარეალურად მიაჩნდათ, მაგრამ ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  ქალაქ- პორტის პროექტის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
 
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ბიძინა ივანიშვილმა ”თანაინვესტირების ფონდის” პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ფონდი, პირველ რიგში, ანაკლიის პორტის მშენებლობას დააფინანსებს:
 
,,ლაზიკის მშენებლობა „არ გვირჩიეს“, რადგან ის ანაკლიის პორტთან მიმართებაში აგებს.- განაცხადა მან ,,შთაგონებული'' სახით  თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე . მისი თქმით, ლაზიკა „სააკაშვილის აკვიატება“ იყო:  „…თქვენ იცით სააკაშვილის აკვიატებული იდეა ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენმა ეკონომიკურმა ჯგუფმა გაარჩია სამი ვარიანტი – ლაზიკა ძალიან აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც არის სიმძლავრით რამდენჯერმე უფრო დიდი, ამავე დროს არ გვირჩიეს, ჭაობის ამოშრობამ, შესაძლოა, ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს. ''
 
ბიძინა ივანიშვილი ანაკლიისა და ლაზიკის პროექტებზე ისე საუბრობდა, თითქოს ისინი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენდნენ. 
 
მისი განცხადებიდან რამდენიმე დღეში, იმხანად ჯერ კიდევ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტები შეკრიბა და ანაკლიის ტერიტორიის სანახავად წაიყვანა. სააკაშვილი შეეცადა აეხსნა, რომ ანაკლიას და ლაზიკას ერთი და იგივე გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. მისი განცხადებით, თანახმაა ახალმა მთავრობამ პროექტი ნებისმიერი სხვა სახელით განახორციელოს, ააშენონ და, თუ უნდათ, ”ნიუ ჭორვილა” დაარქვანო.
 
ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაშიც გარკვეული კითხვები არსებობდა. ეს კითხვები, ”ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, ძირითადად ინფორმაციის არასწორად გავრცელებამ გამოიწვია:
 

”ანაკლიასა და ლაზიკასთან დაკავშირებითაც არასწორად წარმოადგინეს ეს პროექტი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებდა, კონკრეტულად ლაზიკაში. სინამდვილეში მთავრობა აპირებდა გაეკეთებინა ამის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და დანარჩენი ინვესტორებისთვის მიენდო. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეს კომერციული პროექტია და გაუგებარია რატომ უნდა ერეოდეს მასში მთავრობა.“
 
”პოლიტიკური ანალიზის ცენტრის” ხელმძღვანელის ვახტანგ ლეჟავას აზრით, როგორც არ უნდა იყოს, თუ ანაკლიის ღრმაწყლიან სანაპიროზე პორტის მშენებლობა დაიწყო, ახლანდელ  ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ქალაქის მასშტაბების გადახედვა:
”აქ არის საუბარი იმაზე, ამ პორტთან დიდი ქალაქი უნდა იყოს თუ პატარა, დისკუსია მიმდინარეობს ამაზე.”
 
ბოლოს აქაც მიხეილ სააკაშვილის  აზრამდე მივიდნენ. 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...