მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საქართველოსთვის" კიდევ ერთმა წევრმა ზუგდიდში კანდიდატურა მოხსნა

“საქართველოსთვის” კიდევ ერთმა წევრმა ზუგდიდში კანდიდატურა მოხსნა [Video]

Published on

პარტია “საქართველოსთვის” ზუგდიდის ოფისში დღეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე მორიგი განცხადება გააკეთეს . პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის გიგა ფარულავას განცხადებით, პროპორციული სიის მე-19 ნომერმა გიორგი ჯოჯუამ, გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. პარტიაში განმარტავენ, რომ მიზეზი მასზე ზეწოლაა. გიგა ფარულავას თქმით, “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატის დასაშინებლად უკიდერეს ფორმას მიმართა და პროვოკაციის მოწყობით მუქარა განახორციელა.

ფაქტს უარყოფენ „ქართული ოცნების“ შტაბში და ამბობენ, რომ აღნიშნულმა პირმა პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი ჯერ კიდევ 25 აგვისტოს სოციალურ ქსელში დააანონსა და მათთვის გაუგებარია, რატომ შეიყვანა ის გახარიას პარტიამ სიაში. „ოდიში“ გიორგი ჯოჯუას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ეს მხოლოდ მისი სურვილი იყო, რადგან არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა და სხვა გეგმები აქვს. გიგა ფარულავას ინფორმაციით, ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ფოთშიც, სადაც მათ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს საკმაოდ სოლიდური თანხა შესთავაზეს.
“საქართველოსთვის” კიდევ ერთმა წევრმა კანდიდატურა მოხსნა

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...