მთავარისიახლეებივგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით -...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

Published on

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში.

„ეს ხდება 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების, რეპრესიული კანონების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვების შემდეგ არსებული გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის და პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის ფონზე. [… ]
ოპოზიციური ხმების აკრძალვა ქვეყანას კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ავტორიტარიზმისკენ. ევროპულმა ქვეყნებმა და ინსტიტუტებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას და გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ამგვარი ქმედებები შეჩერდეს. ფუნდამენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები დაცული უნდა იქნას. პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და დამოუკიდებელ ხმებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად იმოქმედონ დაშინების შიშის გარეშე”  წერია განცხადებაში

სიახლეები

ლავროვი აშშ-ში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დიდი...

რუსეთმა დნიპროს რკინიგზის სადგურს განმეორებით დაარტყა – დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 30 ოქტომბრის ღამეს უკრაინის ქალაქ დნიპროს რკინიგზის სადგურზე განმეორებითი იერიში მიიტანეს....

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა დაკავეს

ზამირ როგავას დაჭრაში ბრალდებული ვალტერ როგავა, რომელსაც სამართალდამცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გუშინ დააკავეს....

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...