მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილის თქმით დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ქურდული სამყაროა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ქურდული სამყაროა.

Published on

„ვიდრე უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში მისი ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელების დაპატიმრების საქმეზე საუბრისას გააკეთა.მისი თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ქურდული სამყაროა.„აქ არის ქურდული სამართალი და მე ნამდვილად არ ვაპირებ ივანიშვილის, უფრო სწორად, პუტინის სურვილის შესრულებას. თვითონ პუტინმა თქვა, რომ ქართველები თავად გაასამართლებენ სააკაშვილსო. მე ნამდვილად არ ავასრულებ პუტინის ოცნებას,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მან არჩევანის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს ხალხის მიერ მისთვის დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან თავისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რადგან ბევრ რამეს აკეთებდა.„მე ვნანობ, რომ უფრო მეტად ვერ ავხსენით, რომ არ შეიძლებოდა ივანიშვილის არჩევა და მე ვნანობ, რომ ბევრად მეტი ფული არ ჩავდეთ განათლებაში, განათლებაში დონის ამაღლებაში,“  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.ის აღნიშნავს, რომ მისი მმართველობის ბოლოს შეცდომები მან და მისმა გუნდმა დაუშვა, თუმცა, ეს ყველა ხელისუფლებას ემართება.„სულ რომ ვარსკვლავები მომეწყვიტა ციდან ჩემი ვადის ბოლოში ხალხს, რა თქმა უნდა, ისე არ ვეყვარებოდი, როგორც დასაწყისში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.რაც შეეხება სიმკაცრეს, მიხეილ სააკაშვილის აზრით, მისი სიმკაცრე გარკვეულ პერიოდში, გამართლებული იყო.

სიახლეები

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში...

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...