მთავარისიახლეებიბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

Published on

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე, რომელზეც მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

საპროცესო შეთანხმებები გაუფორმდათ ასევე მის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას და ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს.

საქმის პროკურორმა, ანი ლეკიაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლობა.

“საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში აღიარება თუ არსებობს, რა თქმა უნდა, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის, ბრალდებისა და დაცვის მხარე შესაძლოა შეთანხმდეს სასჯელზე და, მათ შორის, თანამშრომლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ორივე პირობა დაკმაყოფილებული იყო, შესაბამისად, მხარეები შევთანხმდით როგორც სასჯელზე, ასევე თანამშრომლობაზე. […]

კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა განისაზღვრა საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთ პირობად, თუმცაღა ამასთან ერთად მხარეები შევთანხმდით სასჯელზეც, რაც სამივე შემთხვევაში იყო, მათ შორის, როგორც თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა, ქონების ჩამორთმევა, თუნდაც ჯუანშერ ბურჭულაძის შემთხვევაში.” – განაცხადა პროკურორმა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ასევე დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა სხვადასხვა სახის ქონება.

ვასილ მხეიძეს მიესაჯა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. გარდა ამისა, დაეკისრა 100 000-ლარიანი ჯარიმა და ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები – რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

გიორგი ხაინდრავას კი მიესაჯა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასაც დაეკისრა 100 000-ლარიანი ჯარიმა.

სიახლეები

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...