მთავარისიახლეებიდღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

Published on

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელია დარეგისტრირებული.

„საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები წელს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

წელს პირველად, პირველი კლასის მოსწავლეები ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ.

ამასთან, ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც: სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე შეფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) მიმდინარე საშინაო დავალება; ბ) მიმდინარე საკლასო დავალება; გ) შემაჯამებელი დავალება. კომპონენტებს ერთნაირი წონა ექნებათ.

ამასთან, თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.

„თუ საჯარო სკოლა გადაწყვეტს რომელიმე საგანში/საგნებში მოსწავლის შეფასების მიზნით მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტის გამოყენებას, საჯარო სკოლა ვალდებულია სათანადო დასაბუთება შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს სკოლა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში დასაბუთება იმავე პროცედურების დაცვით წარედგინება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროს.

შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა შემოქმედებითი და კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება, რომლებიც მოითხოვს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას (მაგ., ესე, პროექტი, კვლევითი/საველე ანგარიში, შემოქმედებითი პროდუქტი, მონაცემთა ანალიზი და სხვა). შემაჯამებელი დავალების ვალიდურობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, სავალდებულოა წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების (შეფასების რუბრიკის) გამოყენება, რომელიც სასწავლო პროცესის გამჭვირვალობის მიზნით წინასწარ მიეწოდება მოსწავლეს.

თუ საჯარო სკოლის მოსწავლე გაცდენის გამო ვერ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და მისი ჩატარების ფორმა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში შეფასების ყველა კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. ამასთან, საშინაო დავალების კომპონენტი დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) ფასდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით.

თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.

ჰოსპიტალიზაციით გამოწვეული სწავლის სირთულის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის სწავლება და შეფასება განახორციელოს რემედიაციის პროგრამით და/ან შინ სწავლების შესაძლებლობით”, – ნათქვამია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.

სიახლეები

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....