მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს და მისი ცოლ–შვილი გაიტაცეს

აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს და მისი ცოლ–შვილი გაიტაცეს

Published on

აფხაზეთში რუსი ტურისტი მოკლეს.
 
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შსს-ს ცნობით,  ინციდენტი გუდაუთის რაიონის სოფელ აჩადარაში, ზღვაში შემდინარე ააფსთას ნაპირზე  მოხდა.
 
დღეს, დილის 12 საათსა და 20 წუთზე მოსკოველი დამსვენებლების  ჯგუფს, რომელიც სათევზაოდ იმყოფებოდა, ორი უცნობი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.  ორივე   დანებითა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით იყო  შეიარაღებული.
 
თავდამსხმელებმა  ტურისტებს ფული მოსთხოვეს. ერთ-ერთმა მამაკაცმა1984 წელს დაბადებულმა ანდრეი კაბანოვმა  თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, შედეგად ყაჩაღებმა მას ორჯერ ჩასცეს დანა გულ–მკერდის არეში და გაიტაცეს დაჭრილის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ასევე ოჯახის ახლობელი ქალი ორი შვილით და მიიმალნენ. იქ მყოფმა სხვა დამსვენებლებმა და ადგილობრივებმა  კაბანოვი გამჭოლი ჭრილობებით, უმძიმეს მდგომარეობაში წაიყვანეს გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოშო, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა   ვერ შეძლეს'' 
 
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ყველა გატაცებულის გამოხსნა მოხერხდა, მაგრამ შეშინებული ბავშვები ჯერაც შოკურ მდგომარეობაში არიან.
 
,,ამ დროისთვის დამნაშავენი იდენტიფიცირებული არ არიან, მიმინარეობს ოპერატიული–სამძებრო ღონისძიებები მათ დასაკავებლად  – იუწყება აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურის პრეს–სამსახური.

 

 

სიახლეები

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში...