მთავარისიახლეებიაშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

Published on

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით, კოსმოსური ძალები მას მოწინააღმდეგისგან ამერიკელი სამხედროების დასაცავად გამოიყენებს.

გამოცემა Air & Space Forces Magazine წერს, რომ ეს პენტაგონის მხრიდან კოსმოსში მოქმედი საბრძოლო შესაძლებლობების არსებობის ყველაზე პირდაპირი აღიარებაა.

“დღესაც ვზრუნავთ, რომ ცვალებადი საფრთხეების დასაძლევად მზად ვიყოთ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდნენ ისინი. სწორედ ამიტომ, კოსმოსურ ძალებს ახლა ორბიტაზე აქვს განთავსებული იარაღი, რომელსაც მოწინააღმდეგის ქმედებებისგან გაერთიანებული ძალების დაცვა შეუძლია.” – თქვა მინკმა მერილენდში გამართულ კონფერენციაზე.

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის იარაღზე საუბრობდა და როდის განათავსეს ის ორბიტაზე. მინკმა ასევე არ უპასუხა შეკითხვას, სისტემები კინეტიკურია თუ არაკინეტიკური, და უკვე მოხდა თუ არა მათი გამოცდა.

საჰაერო ძალების მდივნის თქმით, იარაღის არსებობის საჯაროდ აღიარება შეკავების პოლიტიკის მიზანს ემსახურება, თუმცა, ტექნიკური დეტალების გამჟღავნება ამ ეფექტს შეამცირებდა.

აშშ-ს კოსმოსური ძალები 2019 წელს, დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, შეიქმნა და საჰაერო ძალების დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის.

სიახლეები

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...

დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, წელს პირველად სკოლის მოსწავლეების ნაწილი ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ცნობილია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში...

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...