მთავარისიახლეებისამართალიPCR ტესტის ყალბი პასუხის დამზადების ფაქტზე 2 პირი ამხილეს, მათგან 1 დაკავებულია

PCR ტესტის ყალბი პასუხის დამზადების ფაქტზე 2 პირი ამხილეს, მათგან 1 დაკავებულია

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, მათ შორის ერთი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...