მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით რაქვიაშვილი მწვავედ აკრიტიკებს ზოგიერთი პოლიტიკოსის შეფასებას, რომ ,, საზღვრის გადმოწევას...

დავით რაქვიაშვილი მწვავედ აკრიტიკებს ზოგიერთი პოლიტიკოსის შეფასებას, რომ ,, საზღვრის გადმოწევას ერთი-ორი მეტრი იქეთ-აქეთ არაუშავს”

Published on

„სამწუხაროა, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ ფონზე ამბობს, რომ ერთი-ორი მეტრი იქეთ-აქეთ არაუშავს და რომ თურმე, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არ არის უშიშროების საბჭოს განსახილველი საკითხი,“ – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას.
 
დავით რაქვიაშვილი პოლიტიკოსებს მსგავსი განცხადებების გაკეთების გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ჩანაფიქრს ხელს უწყობს.
 
უშიშროების საბჭოს მდივანი აღნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკის განახლება აუცილებელია.
 
„ასეთი განცხადებები არის ზუსტად ის საჩუქარი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ რუსეთის ფედერაციას. სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მოარღვიო მორალი ქვეყანაში, მოარღვიო სიმტკიცე. აუცილებელი არის, დამატებითი რესურსების მობილიზება და ახალი მიდგომების ჩამოყალიბება. იმიტომ, რომ არასდროს არ არის საკმარისი, რაც არ უნდა ვაკეთოთ, მე ეჭვი არ შემაქვს ჩვენი დიპლომატების თავდადებაში, იმ საქმიანობაში, რომელსაც ისინი ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგრამ პოლიტიკას ყოველთვის სჭირდება განახლება იმის შესაბამისად, თუ რა არის გარემო,“ – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. 
 
მიუხედავად იისა, რომ რაქვიაშვილი არ ასახელებს კონკრეტულ პოლიტიკოსებს, ძნელი არ არის ამოხსნა იმისა, რომ ეს პირველ რიგში ეხება  დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, რომელმაც გუშინ   სოფელ ბერშუეთში ოკუპანტების მიერ  სასაზღვრო ბანერის გადმოწევასთან დააკავშირებით განაცხადა:   
 
,,ზოგადად, საზღვრების გადმოწევა და ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული თემა, მაგრამ, მაინც მგონია, რომ არასწორ კონტექსტში ვაშუქებთ ხოლმე. ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში, ოკუპაციას წერტილი დაესვა 2008 წელს. ამას ვივიწყებთ და რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა ახალი ოკუპაციაა. ოკუპაცია მოხდა, რუსეთი არის ოკუპანტი და უნდა დავამთავროთ ეს ოკუპაცია.   ყოველი ახალი ბანერის დადგმით რამე თვისობრივად არ იცვლება- განაცხადა მან გუშინ მცოცავი ანექსიის მორიგ ფაქტთან დაკავშირებით.''
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...