მთავარისიახლეებიეკონომიკა“გუჯუჯის“ ელიავას ბაზრობაზე არსებული თავისი ქონება 750 000 ლარად აქვს...

“გუჯუჯის“ ელიავას ბაზრობაზე არსებული თავისი ქონება 750 000 ლარად აქვს დაზღვეული, ეს განცდილი ზარალის ანაზღაურებას ვერ გაწვდება

Published on

ელიავას ბაზრობის ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, ოთხ პავილიონად არის დაყოფილი, აქედან “თიბისი დაზღვევის“ მიერ დაზღვეულია მეორე პავილიონი, რომლის საერთო ფართობი 850კვ.მ – ია – აცხადებს Ipn – თან საუბარში ,,თიბისი დაზღვევის'' დირექტორის მოადგილე დავით კიღურაძე .  
 
 ,,მეორე პავილიონი   კერძო კომპანია  შპს “გუჯუჯის“ მფლობელობაშია , იგი დაახლოებით 30-მდე მცირე ზომის მაღაზიას  აერთიანებს და ამ ფართს    მოიჯარეებზე გასცემს.    კომპანიას თავისი ქონება     750 000 ლარად აქვს  დაზღვეული . ჩვენს მიერ დაზღვეული 850 კვ.მ ტერიტორიის ნახევარი, დაახლოებით, 300-400 კვ.მ. დამწვარია, თუმცა  ზარალის  შეფასებამდე საქმე ჯერ არ მისულა –  ამბობს იგი –  ექსპერტ-კრიმინალისტები ამ ეტაპზე ხანძრის  გამომწვევ მიზეზებს ადგენენ. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია მანამდე სხვაგან იყო დაზღვეული, ხოლო „თიბისი დაზღვევაში“ ის რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, ამა წლის მაისში გადმოვიდა. ჩვენთან დაზღვეულია შენობის მხოლოდ კონსტრუქცია, რომელიც ანაზღაურებას ექვემდებარება. მარაგები და მეპატრონის სხვა რაიმე საკუთრება „თიბისი დაზღვევაში“ დაზღვეული არ არის.   ზარალის ოდენობა მას შემდეგ დაითვლება, რაც გამოძიება დამთავრდება. ჩვენ შევძლებთ შენობაში შესვლას, ექსპერტების შეყვანას და დათვლას, თუ რა ტიპის და თანხობრივად რა ოდენობის სამუშაოებია ჩასატარებელი. იმედია, ამ კვირის განმავლობაში ტერიტორიაზე შესვლისა და იმ ზარალის დათვლის საშუალება მოგვეცემა, რაც შენობას მიადგა“,
 
კიღურაძის  თქმით, შპს “გუჯუჯს“ ასევე დაზღვეული ჰქონდა ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტის რისკიც, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმუმ 100 000 ლარის ფარგლებში იმ შემოსავლის ანაზღაურებასაც, რაც ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის გამო დაიკარგა.
 
რაც შეეხება სხვებს, თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ იყო. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ  რომ    ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საქონლის დაზიანებით გამოწვეულ ზარალს ჩამოაწერენ. 
 
 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...