მთავარისიახლეებისამართალიმანქანა სამი ცხედრით ჰოსპიტლის ეზოში დატოვეს - ზვიად ზვიადაურის მკვლელობის ახალი დეტალები

მანქანა სამი ცხედრით ჰოსპიტლის ეზოში დატოვეს – ზვიად ზვიადაურის მკვლელობის ახალი დეტალები

Published on

ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიადი და მისი ორი მეგობარი, მზვიად ზვიადაურის მანქანაში ჩაცხრილეს, შემდეგ კი მანქანა თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ეზოში დატოვეს. მანქანაში მყოფი სამივე პირი გარდაცვლილი აღმოჩნდა, ხოლო პასუხი შეკითხვაზე, ვინ შეიყვანა ცხედრებით სავსე ავტომანქანა ჰოსპიტლის ეზოში, ჯერაც არ არის გაცემული.

ერთი ვერსიით, ავტომანქანას შიგ მყოფი სამი პირიდან ერთ-ერთი მართავდა მანამ, სანამ არ გარდაიცვალა, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მანქანა ეზოში კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარემ დატოვა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გარდაცვლილებს მიყენებული აქვთ ჭრილობები როგორც ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასევე მჭრელი საგნებიდან, თუმცა, მედპერსონალი ამაზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს.

ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობაც: ზვიად ზვიადაური, ალიკა ცოცხალაშვილი, იკა კენჭოშვილი. როგორც ცნობილი ხდება, ურთიერთშელაპარაკება საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას დაიწყო, ხოლო შემდეგ წინანდლის ტყეში გადაინაცვლა. ორივე მხარემ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ერთ-ერთი ვერსიით, ზვიადაურების მოწინააღმდეგე ბანაკიდანაც ორი პირია დაჭრლი, თუმცა, მათი ვინაობა ცნობილი არ არის.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...