მთავარისიახლეებიეკონომიკარა ღირს "სულიკოს" და "თბილისოს" შესრულება? - ენერგეტიკის სამინისტრომ ამისთვის...

რა ღირს “სულიკოს” და “თბილისოს” შესრულება? – ენერგეტიკის სამინისტრომ ამისთვის 72 ათასი ლარი გადაიხადა და, რაც მთავარია, ტენდერის გარეშე

Published on

ტენდერის გარშე დახარჯული მილიონები – ენერგეტიკის სამინისტრო შესაძლოა, კორუფციულ სკანდალში გაეხვეს. –  რუსთავი 2 – ის ჟურნალისტი  ყაზახეთში გამართულ გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობის დაფინანსებაში არსებულ კანონდარღვევებზე საუბრობს .
 
ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელიც "ექსპო 2017-ის" ორგანიზატორია, გამარტივებული წესით ხელშეკრულება 10-მდე კომპანიას უტენდეროდ გაუფორმა და ჯამში 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი დახარჯა.
 
"სულიკოს" და "თბილისოს" შესრულებისთვის ენერგეტიკის სამინისტრომ 72 ათასი ლარი გადაიხადა. ხელშეკრულება პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას, კომპანია „გლობალ არტთან“ გამარტივებული შესყიდვით ტენდერის გარეშე გაფორმდა. თანხის სანაცვლოდ, ჟვანიას კომპანიას ყაზახეთში გამართული გამოფენის ფარგლებში 2 ქართველი მომღერალი უნდა ჩაეყვანა.
 
გამოფენა სახელწოდებით ”მომავლის ენერგია” ასტანაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა, მთავრობამ კი მზადება, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო. კახი კალაძის უწყებამ ღონისძიებისთვის საჭირო არცერთ მომსახურებაზე ტენდერი არ გამოაცხადა და გადაწყვეტილება დროის სიმწირით ახსნა.
 
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ "ექსპო 2017-ის" ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....