მთავარისიახლეებისაზოგადოებალექსო ლაშქარავა ორგანიზაცია თავისუფალი პრესის კოალიციის ათეულშია

ლექსო ლაშქარავა ორგანიზაცია თავისუფალი პრესის კოალიციის ათეულშია

Published on

ლექსო ლაშქარავა ორგანზაცია თავისუფალი პრესის კოალიციის (One Free Press Coalition) ათეულშია. ეს არის იმ ჟურნალისტთა სია, რომელთა წინააღმდეგ ძალადობა პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელდა და დღემდე სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

სიაში ლექსო ლაშქარავა არის ლიბიელ, მალელ, ავღანელ, ერაყელ, ირანელ, ეგვიპტელ, ბრაზილიელ, თურქ და ესვატინელ ჟურნალისტებს შორის.

“TV პირველის ოპერატორი გარდაიცვალა თბილისში რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მას ანტი-ლგბტ პროტესტანტები აქციის გაშუქების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მიიღო ტვინის შერყევა, დაუმტვრიეს სახის ძვლები და დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია. მის გარდაცვალებაზე შსს-მ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწო”, — ნათქვამია ლექსო ლაშქარავაზე.

ორგანზაცია თავისუფალი პრესის კოალიციის (One Free Press Coalition) მიზანია მსოფლიოს წამყვანი მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელების და რედაქტორების გაერთიანება, რათა ერთობლივად მოახერხონ მსოფლიოს ყურადღების მიქცევა მედიის წინააღმდეგ მათი საქმიანობის გამო მიმართულ ძალადობაზე. ორგანიზაციის წევრები არიან ისეთი ცნობილი მედიასაშუალებები, როგორიცაა ვაშინგტონ პოსტი, ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, როიტერსი, დოიჩე ველე, ბლუმბერგი, ფორბსი, ალ ჯაზირა და ა.შ.

სწორედ ამის გამო მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ტიპის აქციებს მართავენ და რადგან სახელმწიფომ მედიის და გამოხატვის უფლების დაცვა ვერ/არ უზრუნველყო, არამხოლოდ უშუალოდ მოძალადეების, არამედ ორგანიზატორებისა წამხალისებლების დასჯას ითხოვენ. გარდა ამისა, ჟურნალისტების მოთხოვნაა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს პრემიერმინისტრმა. ამის ნაცვლად, ღარიბაშვილი ყოველდღიურად მედიას ესხმის თავს

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...