მთავარისიახლეებისაზოგადოება"თალაკვაძე"; "თალახაძე", "მე-23-ე ადგილი" - პრეზიდენტის სამი ლაფსუსი რვასიტყვიან სტატუსში

“თალაკვაძე”; “თალახაძე”, “მე-23-ე ადგილი” – პრეზიდენტის სამი ლაფსუსი რვასიტყვიან სტატუსში

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სცადა, ოლიმპიური ოქროს მედალი და მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება მიელოცა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრისთვის ლაშა ტალახაძისთვის.

თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილმა 18 სიტყვიანი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც, პირველ ჯერზე, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი მოიხსენია, როგორც “ლაშა თალაკვაძე”. შემდეგ მან სტატუსის რედაქტირება მოახდინა და “თალაკვაძე” “თალახაძედ” გადააკეთა, ხოლო საქართველოს ნაკრების შესახებ დაწერა, რომ ის “მე-23-ე ადგილზეა.

ბოლოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სტატუსი საერთოდ წაშალა.

შეგახსენებთ, დღეს ლაშა ტალახაძემ ატაცსა და აკვრაში მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესა, ასევე ოლიმპიური ოქროს მედალიც მოიპოვა. მან ატაცში 223, აკვრაში კი 265 კგ სძლია, რაც ჯამში 488 კგ გახლავთ.

 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...