მთავარიUncategorized,,სიკვდილი დიქტატორს, ჰამენეი, გაეშვი ქვეყანას!'' - მთელი ირანი და თეირანის...

,,სიკვდილი დიქტატორს, ჰამენეი, გაეშვი ქვეყანას!” – მთელი ირანი და თეირანის ქუჩები საპროტესტო აქციებმა მოიცვა

Published on

თეირანის ქუჩები საპროტესტო აქციებმა მოიცვა, დემონსტრანტები ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას ქვეყნის ისლამური მმართველობის მიმართ და სკანდირებენ ლოზუნგს “სიკვდილი დიქტატორს”.

აქცია თეირანში გაიმართა 26 ივლისის დილას, ქალაქის ცენტრში, ჯომჰური ისლამის პროსპექტზე. დემონსტრანტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ირანის სხვა ქალაქებში 15 ივლისიდან მიმდინარე აქციების მონაწილეებს.

ალი ხამენეი აკრიტიკებს დასავლეთს, რომელსაც "ჰგონია, რომ ირანი საქართველოს ჰგავს”

თეირანში გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ისლამის კონსერვატორი სასულიერო პირების მისამართით, რომლებიც ირანში პოლიტიკურ ცხოვრებას აკონტროლებენ. დემონსტრანტები სკანდირებენ: “ქვემეხები, ტანკები, ავტომატები, მოლები უნდა წავიდნენ”. სხვა ვიდეოში ახალგაზრდა დემონსტრანტები ამბობენ სიტყვებს “სირცხვილი ხამენეის, შენს ქვეყანას” და “გაგვიშვით!” – რითიც მხედველობაში ჰყავთ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.წყლის მიწოდების შეფერხების და გაუარესებული ეკონომიკური ვითარების წინააღმდეგ ირანში მიმდინარე რადიო თავისუფლების ირანული სამსახური ციტირებს რამდენიმე ვიდეოჩანაწერს და სოციალური მედიით გავრცელებულ ტექსტს, რომლებიც მოწმობს, რომგაიმართა 26 ივლისის დილას, თეირანის ცენტრში, ჯომჰური ისლამის პროსპექტზე.

ყველაფერი დაიწყო ხუზისტანის პროვინციაში უწყლობის გამო გამართული  დიდი საპროტესტო გამოსვლებით, ხუზისტანის პროვინციაში, სადაც არაბთა დიდი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ათობით ქალაქში დემონსტრაციები 15 ივლისს დაიწყო. 22 ივლისს გავრცელდა კადრები, რომლებშიც პროტესტები ლურისტანის პროვინციაში, ასევე ქალაქ ბუშირსა და ისპაჰანში მიმდინარეობდა. ამ დროსათვის აქციებს  მინიმუმ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა  –  მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოკლულია 1 პოლიციელი და 2 დემონსტრანტი.~

“ნუ გავახარებთ მტრებს. ნუ გამოვაყენებინებთ ირანის მოწინააღმდეგეებს ამ პროტესტებს საკუთარი თავის სასიკეთოდ” – თქვა ირანის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლები უწყლობის პრობლემაზე მუშაობენ.

ირანში ბოლო 50 წლის განმავლობაში გაჩენილმა ყველაზე ძლიერმა გვალვამ გააუარესა წყლის მართვის ისედაც პრობლემური სისტემა. ჰიდროელექტროსადგურებზე შემცირდა წარმოება, რამაც ირანის ნაწილებში ელექტროენერგიის დეფიციტი შექმნა.

 

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...